სასწავლო პროექტი
მეტრული სიგიჟე/ პროექტის გეგმა
დასახელება: მეტრული სიგიჟე
პროექტის აღწერა: მოსწავლეები ეფექტურ
ბროშურებს შექმნიან, რომლითაც ეცდებიან საზოგადოება დაარწმუნონ, გაზომვის ერთადერთ
მიღებულ სისტემად მეტრული სისტემა გამოიყენონ.
პროექტის ჩარჩო
დონე/კლასი: 6-8
საგნობრივი ჯგუფი (ვებგვერდის ინდექსისთვის): მათემატიკა
საგანი: გაზომვა
თემატური საკითხები: მეტრიკა
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები: პრობლემის გადაჭრა, დარწმუნება
შესასწავლი საკითხები: მეტრიკა, გაზომვა, საზომი ერთეულების კონვერტირება
განხორციელების დროის ჩარჩო: 2-დან 4 კვირამდე, დამოკიდებულია იმაზე, თუ დღეში რამდენი
სასწავლო სესია უნდა ჩატარდეს მეტრულ სისტემაზე მათემატიკის გაკვეთილზე
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ: არიზონა, აშშ
პროექტის შინაარსი
მას შემდეგ, რაც მეტრული
სისტემის კომპონენტების შესწავლისათვის განკუთვნილ აქტივობებში მიიღებენ
მონაწილეობას, მოსწავლეები მულტიმედიური პრეზენტაციის მეშვეობით სხვებსაც
გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას მეტრიკის შესახებ. მოსწავლეები მათემატიკოსების როლს
მოირგებენ, რათა ფართო საზოგადოებას და კონგრესს მეტრული სისტემის მნიშვნელობა
დაანახონ. მათი მიზანია მხარდაჭერის მოპოვება იმ კანონის მისაღებად, რომელიც
ამერიკის შეერთებულ შტატებს დაავალდებულებს, გაზომვის მხოლოდ მეტრული სისტემა
გამოიყენოს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო
შეკითხვები
·
ზოგადი
შეკითხვა:
როგორ შეიძლება მათემატიკა სამყაროს აღქმაში დამეხმაროს?
როგორ შეიძლება მათემატიკა სამყაროს აღქმაში დამეხმაროს?
·
თემატური შეკითხვა:
რატომ შეიძლება დაგვჭირდეს მეტრული სისტემის ცოდნა?
რა განსხვავებაა დიუმების და სანტიმეტრების გამოყენებაში?
რატომ შეიძლება დაგვჭირდეს მეტრული სისტემის ცოდნა?
რა განსხვავებაა დიუმების და სანტიმეტრების გამოყენებაში?
·
შინაარსობრივი შეკითხვა:
რა საზომი ერთეულები არსებობს მეტრულ სისტემაში?
როგორ გამოიყენება საზომი ერთეულები რეალურ სამყაროში?
როგორ გვეხმარება საზომი ერთეული პრობლემის გადაჭრაში?
რა საზომი ერთეულები არსებობს მეტრულ სისტემაში?
როგორ გამოიყენება საზომი ერთეულები რეალურ სამყაროში?
როგორ გვეხმარება საზომი ერთეული პრობლემის გადაჭრაში?
შეფასების ფორმა
იხილეთ, როგორ გამოიყენება მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების მეთოდები „გაიცანით
დათვების” პროექტის გეგმაში. ამგვარი შეფასებები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიზნების დასახვაში
ეხმარება მოსწავლის პროგრესის მონიტორინგში; უკუკავშირის მიწოდებაში; აზროვნების, პროცესების, შესრულებული სამუშაოსა და შედეგების შეფასებაში; და სასწავლო ციკლის მიმდინარეობისას სწავლის გაანალიზებაში.
სასწავლო პროცედურები
განიხილეთ ზოგადი შეკითხვა, როგორ შეიძლება მათემატიკა სამყაროს აღქმაში დამეხმაროს? შედეგები სამუშაო ფურცელზე გადაიტანეთ და გააკარით კედელზე, რათა მოსწავლეებს მთელი პროექტის განმავლობაში შეეძლოთ მისი დამატებით შევსება. ასევე შეგიძლიათ, აღნიშნული ფურცელი სასწავლო წლის ბოლომდე დატოვოთ გაკრული, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, ყველა მათემატიკური პროექტის დროს იფიქრონ და ჩანაწერები გააკეთონ ზოგად შეკითხვასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებს აუხსენით, რომ პროექტი მეტრიკის თემას შეეხება. კლასში ჩაატარეთ გამოკითხვა იმის გასაგებად, თუ რომელ მეტრულ საზომ ერთეულებს იცნობენ მოსწავლეები. დაუსვით თემატური შეკითხვები, რატომ შეიძლება დაგვჭირდეს მეტრული სისტემის ცოდნა? და რა განსხვავებაა დიუმების და სანტიმეტრების გამოყენებაში?
სთხოვეთ, პასუხები დღიურში ან რვეულში ჩაინიშნონ. მოსწავლეებს განუმარტეთ, რომ პროექტის მიმდინარეობისას ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ და ზოგიერთი მომავალი სავარჯიშოს შესასრულებლად მათ აღნიშნული პასუხები დასჭირდებათ.
მეტრიკის სწავლების დროს მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ შემდეგი:
·
შეასწავლეთ თავად მეტრიკა. ნუ გააკეთებთ
შედარებას ინგლისურ საზომ ერთეულთა სისტემასთან. ნუ შეასწავლით გადაყვანის
კოეფიციენტებს. ნაცვლად ერთი სისტემიდან მეორეში გადაყვანის სწავლებისა, მოწაფეებს
აუხსენით ის, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სტანდარტული და მეტრული ერთეულები.
·
განიხილეთ ურთიერთკავშირი სავალუტო (ათობითი
სისტემა) და მეტრულ სისტემებს შორის.
·
განიხილეთ ურთიერთკავშირი მეტრს, ლიტრსა და
გრამს შორის.
ქვემოთ მოცემულია ორი კვირის მანძილზე მეტრიკის გაკვეთილების ჩატარების
მინიმალური სტრუქტურა. ყოველი აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს სთხოვეთ,
წყვილ-წყვილად იმსჯელონ პროექტის დასაწყისში დასმულ სამ შეკითხვაზე და გააკეთონ
დამატებითი ჩანაწერები:
·
წარმოადგინეთ ნამჯის ღერო, როგორც ერთეული. მისი
გამოყენებით გაზომეთ მერხები (მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფისთვის იქონიეთ განსხვავებული
სიგრძის ღეროები) შეუსაბამო მოვლენებზე გაამახვილეთ ყურადღება. მოსწავლეებს
გააცანით სტანდარტული ზომის ერთეულები. განმარტეთ, რატომ უნდა გამოვიყენოთ საზომი
ერთეულები. გაეცანით მეტრულ ტერმინებსა და მეტრულ სახაზავს.
·
მოსწავლეებს წარუდგინეთ მილიმეტრი და სანტიმეტრი.
იმსჯელეთ მიახლოებითი გამოთვლის შესახებ. გააკეთეთ რამდენიმე საგნის წინასწარი
შეფასება და შემდეგ გაზომეთ ისინი. მოსწავლეებს დაავალეთ, ჯერ მიახლოებით
გამოითვალონ, შემდეგ კი გაზომონ თავიანთი სხეულის სხვადასხვა ნაწილი, როგორიცაა
თითები, მანძილი მხარიდან იდაყვამდე და იდაყვიდან მაჯამდე, ფეხის თითები და ა.შ.
გაზომეთ სიმაღლე და გაშლილ ხელებს შორის განი. შეადარეთ გაზომვის შედეგები და მიმოიხილეთ
გაკეთებული დასკვნები.
·
ისაუბრეთ მეტრის შესახებ და განახორციელეთ
აქტივობა, რომლის დროს მოსწავლეები სწორედ მეტრებს მოიშველიებენ ოთახში საგნების
გასაზომად. იმსჯელეთ აღნიშნულ აქტივობაზე.
·
ივარჯიშეთ მეტრულ სისტემაშივე საზომი ერთეულების
გადაყვანაში, მაგალითად მილიმეტრიდან სანტიმეტრში, მილიმეტრიდან მეტრში,
სანტიმეტრიდან მეტრში, მეტრიდან მილიმეტრში, და ა.შ.
·
მოსწავლეებს ერთი კილომეტრის გავლა დაავალეთ.
კილომეტრების გამოყენებით განიხილეთ მათთვის ნაცნობი მანძილები. მეტრული მანძილის
ახსნისას შეგიძლიათ MapQuest-ის სერვისი ან ნებისმიერი
სხვა კარტოგრაფიული პროგრამა დაიხმაროთ.
·
ისაუბრეთ მასის შესახებ. განიხილეთ სხვაობა
მასასა და წონას შორის. მოსწავლეებს წარუდგინეთ ასაწონი მოწყობილობა და სთხოვეთ
დაადგინონ, რამდენ გრამს ან კილოგრამს შეადგენს ამა თუ იმ საგნის მასა. ასევე, დაავალეთ
გრამების კილოგრამებში გადაყვანა და პირიქით.
·
ლიტრებისა და მილილიტრების მეშვეობით გააცანით
მოსწავლეებს მოცულობა. მოამზადეთ მრავალგვარი სათავსი, რომელთა მოცულობასაც
მოსწავლეები მიახლოებით გამოითვლიან და
გაზომავენ. გადაიყვანეთ ლიტრები მილილიტრებში და პირიქით.
·
განიხილეთ ცელსიუსის სკალა. მოსწავლეები ჩართეთ
პრაქტიკულ აქტივობაში, რომლის მეშვეობით ისინი სხვადასხვა ტემპერატურას
„შეიგრძნობენ“.
თუკი ფიქრობთ, რომ მოსწავლეები უკვე საკმაოდ კარგად ერკვევიან მეტრული
სისტემის საკითხებში, დაავალეთ მულტიმედიური პრეზენტაციის მომზადება, სადაც ნათლად
გამოჩნდება მეტრიკაში მათი ცოდნის დონე. კლასი ოთხ ჯგუფად დაყავით და თითოეული
ჯგუფის მოსწავლეებს, ქვემოთ მოცემულის მსგავსად, მეტრული სისტემის განსხვავებული საზომი
ერთეულები შეურჩიეთ:
·
მოსწავლე #1: მილიმეტრები და სანტიმეტრები
·
მოსწავლე #2: მეტრები და კილომეტრები
·
მოსწავლე #3: გრამები და კილოგრამები
·
მოსწავლე #4: ლიტრები და ცელსიუსის გრადუსები
·
საზომი ერთეულების ახსნა ან/და განსაზღვრება
·
მათემატიკური წერილობითი ფორმა უფრო დიდი ან
მცირე ერთეულიდან გადმოყვანით
·
მეტრული საზომი ერთეულებით გაზომილი სულ მცირე
სამი საგნის ფოტოსურათი
·
საზომი ერთეულების შემცველი ამოცანა და მისი
ამოხსნის გზა
·
სლაიდი, რომელიც მოიცავს პასუხს თემატურ
შეკითხვაზე, რატომ შეიძლება დაგვჭირდეს მეტრული სისტემის ცოდნა?
·
მშობლებს კონფერენციების დროს (შეუძლიათ
მშობლებს შეასწავლონ მეტრიკა!)
·
უმცროსკლასელ მოსწავლეებს
არგუმენტის მოფიქრება
მოსწავლეებს უთხარით, რომ მათემატიკოსების როლის მორგება მოუწევთ. მათი მთავარი ამოცანა მეტრული სისტემის მნიშვნელობის ჩვენება იქნება. უნდა დაარწმუნონ საზოგადოება, ხმა მისცენ იმ კანონის მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს დაავალდებულებს, გაზომვის მხოლოდ მეტრული სისტემა გამოიყენოს.
დაავალეთ მოსწავლეებს მეტრული სისტემის მნიშვნელობის გამოკვლევა და მიმოხილვა. ჯგუფურად განიხილეთ ის ორი თემატური შეკითხვა, რომელიც მოწაფეებს საბოლოო ნამუშევრის შექმნაში დაეხმარება - რატომ შეიძლება დაგვჭირდეს მეტრული სისტემის ცოდნა? და რა განსხვავებაა დიუმების და სანტიმეტრების გამოყენებაში?
მოსწავლეებს აცნობეთ, რომ მათ ბროშურის შექმნა ევალებათ, რომელშიც ხაზგასმული იქნება მეტრიკის შესწავლის ძირითადი მიზეზები. აღნიშნული ბროშურები ფართო საზოგადოებასა და კანონმდებლებს დაურიგდებათ. მოსწავლეებს დაურიგეთ ბროშურის რუბრიკა და განმარტეთ შემდეგი მითითებები ბროშურისათვის:
·
ამბავი, რომელიც მეტრული სისტემის ცოდნის
აუცილებლობას დაგვანახებს
·
ისეთი რამ, რაც გვიჩვენებს, რამდენად იოლია მეტრული
სისტემის გამოყენება და რატომ არის იგი გავრცელებული სხვა ქვეყნებშიც
·
მათემატიკური ამოცანა, რომელიც დაგვანახებს
სხვაობას მეტრული და ინგლისური სისტემების გამოყენების სიმარტივეში
·
მიზეზები, რატომ უნდა მივემხროთ მეტრულ სისტემას
·
ამჟამად როგორ ვიყენებთ მეტრიკას ყოველდღიურ
ცხოვრებაში
ბროშურებზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოაწყვეთ იმიტირებული
საზოგადოებრივი ფორუმი, რომელზეც მოსწავლეები თავიანთი კვლევის შედეგებსა და
ბროშურებს წარადგენენ. დარწმუნდით, რომ დამსწრე საზოგადოება თითოეული პრეზენტაციის
შეფასებისათვის უკუკავშირის ფორმას იყენებს. პროექტის დასასრულს დაუბრუნდით ზოგად შეკითხვას, როგორ შეიძლება მათემატიკა სამყაროს აღქმაში დამეხმაროს? მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ თანაკლასელთა პრეზენტაციებს დააკვირდნენ და თავიანთი მოსაზრებები პროექტის დასაწყისში შექმნილ სამუშაო ფურცელში შეიტანონ.
საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევები
·
საგამომცემლო და მულტიმედიური პროგრამების
პრაქტიკული ცოდნა
·
ელექტრონულ დოკუმენტებზე მუშაობის პრაქტიკული
ცოდნა და უნარი
·
ინტერნეტით ინფორმაციის მოძიების პრაქტიკული
ცოდნა
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე
·
მიეცით კომპიუტერით დიდხანს სარგებლობის
შესაძლებლობა
·
მათემატიკური დავალებების შესასრულებლად
გამოუყავით დამატებითი დრო
·
მიაწოდეთ ბროშურის ნიმუში
·
სთხოვეთ, მოპოვებული ინფორმაცია გადამწერს
უკარნახოს
·
მოიშველიეთ მასწავლებლის ასისტენტი ან დამხმარე
·
პარტნიორობისთვის შეარჩიეთ სპეციალური
საჭიროების არმქონე მოსწავლე
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე
·
მოსწავლე წაახალისეთ რომ პროგრამების კომპლექსურობას გაუმკლავდეს და
ნასწავლის ანალიზი და სინთეზი მოახდინოს
·
სთხოვეთ, გამოიყენოს ლიდერული უნარ-ჩვევები ჯგუფის ორგანიზებისა და
მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირების მიზნით
·
დაავალეთ, აწარმოოს მიმოწერა მათემატიკოსთან ან იმ ადამიანთან, რომელიც
მეტრული სისტემის მქონე ქვეყანაში ცხოვრობს
·
წაახალისეთ ორგანიზება გაუკეთოს მოწვეული სტუმრის მოხსენებით გამოსვლას
·
სთხოვეთ საკლასო ვებგვერდი შექმნას, რომელზეც მოწაფეების მიერ ნასწავლი
მასალა განთავსდება
არაინგლისურენოვანი მოსწავლე (რომლისთვისაც
სწავლების ენა მშობლიური არ არის)
·
დააწყვილეთ ინგლისური ენის მატარებელ
მოსწავლესთან, რომელიც პროექტზე მუშაობაში დაეხმარება
·
სთხოვეთ, მის მშობლიურ ქვეყანაში მეტრული
სისტემის გამოყენების გამოცდილება გაგიზიაროთ
მადლობას ვუხდით
მასწავლებელს,
რომელმაც მონაწილეობა
მიიღო
ინტელის®
სასწავლო
პროგრამაში
და საფუძველი ჩაუყარა საკლასო პროექტის აღნიშნულ იდეას. მასწავლებელთა გუნდმა განავრცო გეგმა და ჩამოაყალიბა ნიმუში, რომელიც ქვემოთაა მოცემული.
თქვენ დაგჭირდებათ (მონიშნეთ შესაბამისი გრაფა)
შეფასების გეგმა
|
შეფასების დროის ჩარჩო
|
|
|||
|
|
|
|||
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
|
მოსწავლეები
მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს
|
პროექტზე
მუშაობის დასრულების შემდეგ
|
|||
|
|
|
|||
·
შეკითხვების
დასმა
·
დღიურები
|
·
შემოწმება
მასწავლებლის მხრიდან
|
·
პრეზენტაციის
შეფასების სქემა
|
·
რუბრიკა
ბროშურის შესახებ
|
·
პრეზენტაციის
შეფასების სქემა
·
რუბრიკა
ბროშურის შესახებ
|
·
უკუკავშირის
ფორმა
·
შეკითხვების
დასმა
|
მოსწავლის საბაზისო ცოდნის შესაფასებლად მთელი პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს შეკითხვების დასმა, რაც აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევებს ავითარებს და მოსწავლეს შინაარსის უკეთ ათვისებაში ეხმარება. ისინი მთელი პროექტის
მანძილზე აკეთებენ ჩანაწერებს და აღწერენ თუ როგორ აღიქვამენ ახლადშეძენილ ცოდნასა
და დასმულ შეკითხვებს; ყოველი აქტივობის შემდეგ დღიურში აღწერენ როგორ ესმით
ზოგადი და თემატური შეკითხვები. სწავლების სწორად წარსამართავად, მართებული კურსის
შესანარჩუნებლად, პროექტის მიმდინარეობისას თვითშეფასებისთვის და მაღალი ხარისხის
დამაჯერებელი მასალების შემუშავებისთვის მოსწავლეები იყენებენ პრეზენტაციის შეფასების სქემას და ბროშურის რუბრიკას.
შეფასების სქემა და რუბრიკა
ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვის გამოიყენება. დასასრულს, იმიტირებულ ფორუმზე
მაყურებლები
უკუკავშირის
ფორმის მეშვეობით აფასებენ
მოსწავლეთა პრეზენტაციების დამაჯერებლობის ხარისხს.
შინაარსობრივი სტანდარტები და ამოცანები
სამიზნე ეროვნული სტანდარტები:
მათემატიკის მასწავლებელთა ეროვნული საბჭოს
სტანდარტები
გაზომვა:
კლასები
- 6-8
·
გაზომვის მეტრული და ტრადიციული სისტემების ცოდნა
·
ერთეულებს შორის ურთიერთკავშირის აღქმა და ერთი და იგივე სისტემის
ფარგლებში ერთი საზომი ერთეულის მეორეში გადაყვანა
ამოცანის
ამოხსნა:
·
ამოცანების ამოხსნის გზით ახალ მათემატიკური ცოდნის შეძენა
·
მათემატიკაში თუ სხვა კონტექსტში წარმოქმნილი ამოცანების ამოხსნა და
პრობლემების გადაჭრა
·
ამოცანების ამოხსნისათვის მრავალი შესაფერისი სტრატეგიის მორგება და
გამოყენება
მათემატიკის
მასწავლებელთა ეროვნული საბჭოს სასწავლო გეგმის ძირითადი საკითხები და
კავშირები
2006 წლისათვის მათემატიკის
მასწავლებელთა ეროვნულმა საბჭომ გამოსცა მათემატიკის დარგში სასწავლო გეგმის
ძირითადი საკითხები, რომელშიც აისახა მიდგომა სასწავლო გეგმის განვითარებისადმი.
მიდგომაში ხაზგასმულია თითოეული კლასისათვის საყურადღებო ასპექტები საბავშვო
ბაღიდან დაწყებული მერვე კლასის ჩათვლით. (მათემატიკაში სასწავლო
გეგმის ძირითადი საკითხები საბავშვო ბაღიდან მერვე კლასის ჩათვლით*)
მოცემული პროექტის გეგმა ქვემოთ
ჩამოთვლილ ძირითად საკითხებსა და კავშირებს შეესაბამება:
ძირითადი საკითხები
·
მე-6 კლასი: რიცხვი
და მოქმედებები: წილადი და ათწილადი რიცხვების გაყოფა-გამრავლების შესწავლა და
მაღალ დონეზე დაუფლება
·
მე-7 კლასი: რიცხვი
და მოქმედებები და ალგებრა: ყველა რაციონალურ რიცხვზე მოქმედებების შესწავლა და წრფივი განტოლებების ამოხსნა
·
მე-8 კლასი:
გეომეტრია და გაზომვა: მანძილისა და კუთხის მეშვეობით ორ- და სამგანზომილებიანი
სიბრტყის ანალიზი
კავშირები
·
მე-6 კლასი: გაზომვა
და გეომეტრია: ფართობის ან მოცულობის პოვნა თუ ცნობილია სიგრძე, ან სიგრძის პოვნა
თუ ცნობილია ფართობი ან მოცულობა და სიგრძე
მოსწავლის
ამოცანები
მოსწავლეები
შეძლებენ:
·
საზომი ერთეულების მეშვეობით მათემატიკური მოქმედებების შესრულებას
·
გაზომვის გამოყენების უნარის დემონსტრირებას
·
ჯეროვანი სიზუსტით გაზომვას
·
საზომი ერთეულების სათანადოდ აღქმის დემონსტრირებას
·
მათემატიკური ამოცანების შედგენას
·
ეფექტური ბროშურის შექმნას
·
მათემატიკური ამოცანების ამოხსნას
·
მეტრული სისტემის ფარგლებში გადაყვანილი საზომი ერთეულების გამოთვლას
ტექნოლოგია და
რესურსები
ბეჭდვითი
მასალები
·
მოსწავლის სამუშაო
ფურცლები მეტრული სავარჯიშოებისთვის
აღჭურვილობა
·
მეტრული სკალები
·
სათავსები მოცულობისთვის
·
ცელსიუსის თერმომეტრები
·
სხვადასხვა სიგრძის საწრუპი ჩხირები
ინტერნეტ
რესურსები
ზოგადი
ინფორმაცია მეტრული სისტემის შესახებ
·
სტანდარტებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი
მრავალგვარი
ინფორმაცია მეტრული სისტემის და მისი საერთაშორისო მნიშვნელობის შესახებ
სხვა
მასალები
·
მეცნიერები ან სხვა
სტუმრები მათ მიერ მეტრიკის გამოყენებაზე სასაუბროდ
ტექნოლოგია
- აპარატურა
·
კომპიუტერები ინფორმაციის მოსაძიებლად და მულტიმედიური და საგამომცემლო
დოკუმენტების შესაქმნელად
·
პროექცირების სისტემა მულტიმედიური პრეზენტაციების სხვებთან გასაზიარებლად
·
ციფრული ფოტოკამერები საგნებისთვის სურათების გადასაღებად, რომლებიც მულტიმედიურ
პრეზენტაციაში შევა
ტექნოლოგია - პროგრამული უზრუნველყოფა
·
მულტიმედიური პროგრამა მოსწავლეთა პრეზენტაციების შესაქმნელად
·
ინტერნეტ კავშირი ბროშურებში შესატანი ინფორმაციის მოსაძიებლად
·
საგამომცემლო პროგრამა ბროშურების გასაკეთებლად
·
ვებგვერდის შექმნისა და დამუშავების პროგრამა, რათა მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეებმა საკლასო ვებგვერდი შექმნან
Комментариев нет:
Отправить комментарий